24 დეკემბერი 2024,   23:54
ვრცლად
უკრაინის რადა ამზადებს კანონპროექტს, რომელიც საზღვარგარეთ არსებულ უნივერსიტეტებში ჩარიცხულ უკრაინელ სტუდენტებს საშუალებას მისცემს ქვეყნის საზღვარი თავისუფლად გადაკვეთონ

საჰაერო განგაშია უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის, ღამით განგაში იყო კიევშიც ჩრდილოეთიდან დრონების საფრთხის გამო. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე სულ 235 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

აფეთქებები დაფიქსირდა რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ მილეროვის მახლობლად, თავდაცვის სამინისტროს ცნობით ჩამოგდებულია 9 უკრაინული დრონი.

ვოლოდიმირ ზელენსკი  სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რუსეთში ვიზიტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინა იბრძვის სიცოცხლისთვის, ფიცო კი ფულისთვის.

უკრაინის უმაღლესი რადა ამზადებს კანონპროექტს, რომელიც საზღვარგარეთ არსებულ უნივერსიტეტებში ჩარიცხულ უკრაინელ სტუდენტებს საშუალებას მისცემს თავისუფლად გადაკვეთონ ქვეყნის საზღვრები. ამჟამად უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ მამრობითი სქესის სტუდენტების უმრავლესობა უკრაინას ვეღარ ტოვებს.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, უკრაინა 86 მილიონ ევროს მიღებს ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დრონების თავდასხმებისგან დასაცავად.

დღის ამბები