25 დეკემბერი 2024,   04:54
ვრცლად
"ისტორიულად ძალიან მაღალი თანხაა ბიუჯეტის, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წელი იყოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დედაქალაქისთვის" - კახა კალაძე

"ისტორიულად ძალიან მაღალი თანხაა ბიუჯეტის, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წელი იყოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დედაქალაქისთვის," - ეს განცხადება კახა კალაძემ თბილისის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ გააკეთა.

თბილისის მერმა 2025 წელს განსახორციელებელი პროგრამების და პროექტების შესახებ ისაუბრა.

"დამტკიცდა 2025 წლის თბილისის ბიუჯეტი, 2 მილიარდ 455 მილიონი ლარი. ძალიან მნიშვნელოვანია და ისტორიულად ძალიან მაღალი თანხაა ბიუჯეტის, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წელი იყოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დედაქალაქისთვის, განვახორციელოთ ის პროექტები, რაც საჭიროა ამ ქალაქისთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი პრიორიტეტები იქნება ისევ ინფრასტრუქტურული მიმართულება, არსებობს ქალაქში გამოწვევები ამ მიმართულებით და საჭიროა კონკრეტული პასუხები ამ გამოწვევებზე. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებს." - აცხადებს კახა კალაძე.

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები