რექტორთა მუდმივმოქმედმა კონფერენციამ ხელმძღვანელად, მეორე ვადით, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აირჩია.
დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც 47 უნივერსიტეტის რექტორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე, იმსჯელეს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის წევრობასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე.