"ერისიონის" შემდეგ "ბასიანი" - ანსამბლის ხელმძღვანელი ხელოვანების მიმართ ბულინგსა და ზეწოლაზე საუბრობს. ზურა წკრიალაშვილის განცხადებით, მუსიკოსების შეურაცხყოფა, მხოლოდ იმის გამო, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, დაუშვებელი და მიუღებელია. ამ პოზიციას იზიარებენ სხვა მომღერლებიც, რომლებიც საზოგადოებას და კოლეგებს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.
ხელოვანების ნაწილის ბულინგი ლიბერალური ფაშიზმის მაგალითია მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ზეწოლა და შეურაცხყოფა წინასწარ გაწერილი სცენარის ნაწილია. ის, რაც "ქართული ოცნებისთვის" დაუშვებელია, სამოქალაქო პოზიციის გამოხატვაა ოპოზიციისთვის.
საახალწლო ღონისძიებების მონაწილე მუსიკოსების და ხელოვანების მიმართ ზეწოლას და შეურაცხყოფას დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურიც გამოეხმაურა.
ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე დაწყებულ ზეწოლისა და ბულინგის კამპანიას, სოციალური ქსელით არაერთი ხელოვანი გამოეხმაურა. მუსიკოსები ამბობენ, რომ ქართული ცეკვა და სიმღერა - ეროვნული იდენტობის ნაწილია და მისი აკრძალვის უფლება არავის აქვს.
ავტორი: ნანა გოგატაძე