07 იანვარი 2025,   12:17
ვრცლად
ტრაგედია, რომელსაც 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა - რა ვერსია ვრცელდება ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით

ტრაგედიას, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა, 5 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. გალის რაიონის სოფელ საბერიოში ბავშვები ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდნენ. უფროსი გოგო მეორე კლასელი იყო, ყველაზე პატარა კი - 8 თვის. არაოფიციალური ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება და ხანძარი ბენზინის აალებამ გამოიწვია.

ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ბებია, ხანძრის შედეგად მიღებული ტრავმებით, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. 5 არასრულწლოვანი, მშობლებთან ერთად, ზუგდიდის რაიონში, სოფელ ახალკახათში ცხოვრობდა. "კურიერი" იმ საბავშვო ბაღის მასწავლებელს ესაუბრა, სადაც ორი მცირეწლოვანი სწავლობდა.

ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. მცირეწლოვნების ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა საქართველოს სახალხო დამცველმა. ომბუდსმენი წერს, რომ ტრაგიკული შემთხვევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე გამოწვევებს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს. სამძიმრის წერილი გაავრცელა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმაც.

ოკუპირებულ გალში მომხდარ ტრაგედიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილიც ეხმაურება.

ამ დროისთვის, ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია.

დღის ამბები