არჩევნები ჩაინიშნება თავისთავად, თუ დაიშლება მმართველი პარტია, რაც არის მისი გარდაუვალი მომავალი, თუ თვითონ არ მოვა გონზე და არ დანიშნავს ახლა არჩევნებს. ორი აზრი არ არის, რომ არჩევნები დაინიშნება, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის არის და იქნება პრეზიდენტი.
"მე ვარ პრეზიდენტი და ვიქნები პრეზიდენტი. როგორი იქნება პარტიების გაშლა ამ არჩევნებში და ამაში ჩემი მონაწილეობა, ეს ხვალინდელი კითხვაა," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.