10 იანვარი 2025,   03:35
ვრცლად
არასდროს, საკუთარი ქვეყნის ინტერესზე წინ არცერთი ქვეყნის ინტერესი არ უნდა დააყენო - შალვა პაპუაშვილი

"არასდროს, საკუთარი ქვეყნის ინტერესზე წინ არცერთი ქვეყნის ინტერესი არ უნდა დააყენო," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, როდესაც იაზრებ, რომ ისინი, ვინც უკრაინას "უსაფრთხოების გარანტიები" მისცა და არ შეასრულა, ომის დაწყებისთანავე შენგან ითხოვდნენ რუსეთთან ესკალაციაში შესვლას, თან ისე, რომ არც უსაფრთხოების და არც ეკონომიკურ გარანტიებს არ გაძლევდნენ, კიდევ უფრო გიმძაფრებს იმედგაცრუებას.

"ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, კიდევ უფრო გიმძაფრდება იმედგაუცრუება, როდესაც იაზრებ, რომ ისინი, ვინც უკრაინას "უსაფრთხოების გარანტიები" მისცა და არ შეასრულა, ომის დაწყებისთანავე შენგან ითხოვდნენ რუსეთთან ესკალაციაში შესვლას, თან ისე რომ არც უსაფრთხოების და არც ეკონომიკურ გარანტიებს არ გაძლევდნენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად უკრაინა სიძლიერით მსოფლიოში მესამე ბირთვული სახელმწიფო გახდა, თუმცა 1994 წელს 5 ბირთვული ქვეყნის მხრიდან "უსაფრთხოების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის" გარანტიის სანაცვლოდ "ბუდაპეშტის მემორანდუმით" მთელი ბირთვული არსენალი დათმო.

ეს ამბავი ალბათ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ, არასდროს, საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არცერთი სხვა ქვეყნის ინტერესი არ უნდა დააყენო", - წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები