10 იანვარი 2025,   01:04
ვრცლად
"მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ჩვენს ქვეყანას იმ სულისშემძვრელი ტრაგედიის გამო, რომელიც ხუთი ანგელოზი ბავშვის გარდაცვალების გამო დაატყდა თავს" - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოხატა.

"მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ჩვენს ქვეყანას იმ სულისშემძვრელი ტრაგედიის გამო, რაც ხუთი ანგელოზი ბავშვის გარდაცვალების გამო თავს დაატყდა. დიდი გულისტკივილით მინდა ეს სამძიმარი ვუთხრა თითოეულ მოქალაქეს ჩვენი ქვეყნისას და განსაკუთრებით, ამ ბავშვების ახლობლებს, ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, სოფელ საბერიოში, სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. ხანძარი ბენზინის აალების შედეგად გაჩნდა. სახლში ბავშვებთან ერთად მხოლოდ მათი ბებია იმყოფებოდა. ისინი სტუმრად იყვნენ ბებიასთან, თავად კი დედ-მამასთან ერთად ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალკახათში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობდნენ.

ბავშვებს დღეს დაკრძალავენ.

 

დღის ამბები