10 იანვარი 2025,   01:16
ვრცლად
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკული ხანძრის გამო, რომელმაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა საქართველოში, აფხაზეთში" - აზერბაიჯანის საგარეო უწყება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული გალის რაიონში, ხანძრის შედეგად, ბავშვების დაღუპვასთან დაკავშირებით, საქართველოს სამძიმარს უცხადებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკული ხანძრის გამო, რომელმაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა საქართველოში, აფხაზეთში, გალში. ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ამ გამანადგურებელი მოვლენის შედეგად დაზარალებულ ოჯახებსა და მეგობარ საქართველოს", - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

5 იანვარს, ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად დაღუპულ ბავშვებს დღეს დაკრძალავენ.

დღის ამბები