10 იანვარი 2025,   01:48
ვრცლად
"ზურაბიშვილი ერთ-ერთი ჩვეულებრივი "ნაცი," ოპოზიციის წარმომადგენელია და ისეთივე მონური დავალების შემსრულებელი, მონა და ჯაშუშია, როგორც არიან "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები" - არჩილ გორდულაძე

"სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი ჩვეულებრივი "ნაცი," ოპოზიციის წარმომადგენელია და ისეთივე მონური დავალების შემსრულებელი, მონა და ჯაშუშია, როგორც არიან "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

არჩილ გორდულაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდგომაც ქვეყნის იმიჯს აზიარებს.

"აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანს აქვს ჯერ კიდევ მიღებული ძველი დავალება რომ ისევ და ისევ ქვეყნის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, როგორმე გააშავოს ჩვენი ქვეყანა, როგორმე თავისი ყოფილი სტატუსი, როგორც საქართველოს პრეზიდენტისა, გამოიყენოს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო დონეზე დაზიანდეს და, მათ შორის, ხელი შეუწყოს გარკვეულ ძალებს, რომ ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას ახსენოს კონსტიტუცია და მითუმეტეს კონსტიტუციის დარღვევაში "ქართული ოცნების" გუნდი დაადანაშაულოს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დღეს მისი ახალი ოფისი წარუდგინა და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას იმ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც აქციის მონაწილეებსა და ოპოზიციას აქვს. მისი თქმით, აუცილებელია ქვეყანაში დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დაკავებულები.

 

 

დღის ამბები