"შავი ლომი" მორიგი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ემზადება. გუნდი ჩელენჯ თასის მესამე ტურში ფრანგულ "ბაიონას" დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ფლეი ოფს მიუახლოვდება.
მატჩი, თბილისში, "მიხეილ მესხის სახელობის არენაზე" ხვალ, 11 იანვარს, 19:15 საათზე დაიწყება.
ორი თამაშის შემდეგ ქართულ გუნდს 4 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. "ბაიონა" საფრანგეთის ტოპ 14-ში წარმატებულ სეზონს ატარებს, 14-დან 9 თამაში მოიგო და 38 ქულით მე-4 ადგილზეა.