10 იანვარი 2025,   19:41
ვრცლად
ბუნდესტაგის ოთხი პოლიტიკური ჯგუფის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაშვებული არ იყო ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, სიმართლეს არ შეესაბამება

გერმანიის ბუნდესტაგის ოთხი პოლიტიკური ჯგუფის საგარეო საქმეთა სპიკერები, საქართველოსთან მიმართებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ტექსტში ვკითხულობთ, რომ გმობენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს ძალისხმევა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაშვებული არ იყო ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს მთავრობამ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისია მოიწვია, მისიაში შედიოდა 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში 19 სექტემბრიდან განაწილდნენ. მათ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დაემატათ.

ბუნდესტაგის წევრთა განცხადებაში წერია ისიც, რომ დემონსტრაციების დროს დაირღვა ადამიანის უფლებები. წერია ისიც, რომ არსებობს ძალაუფლების მქონე პირების მხრიდან რეპრესიების გაზრდის საფრთხე.

დღის ამბები