13 იანვარი 2025,   05:16
ვრცლად
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციამ ვერ შეძლო, შეემუშავებინა მოკლე გზავნილი, რომელიც მოსახლეობაში შესაძლო ომის საფრთხის შიშს გაანეიტრალებდა

დაპირისპირებაა ოპოზიციაში - ამჯერად მიზეზი ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადება გახდა. "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო, შეემუშავებინა მოკლე გზავნილი, რაც მოსახლეობაში შესაძლო ომის საფრთხის შიშს გაანეიტრალებდა.

ოპოზიციონერის ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ მისივე კოალიციიდანაც. ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს: "უნდა ჩამოვყალიბდეთ, "ოცნებამ" ეფექტური მესიჯით - აბა, ომი გინდა? მოიგო არჩევნები, თუ არჩევნები გაყალბდა?!".

დღის ამბები