16 იანვარი 2025,   21:06
ვრცლად
ჩვენს ნაცვლად ამ ქვეყნის ინტერესებს არავინ დაიცავს, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, უნდა გავაცნობიეროთ რა არის ჩვენი ინტერესი და მივყვეთ მას - შალვა პაპუაშვილი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მმართველი გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის საკითხზე საუბრობს - მათი  თქმით, საქართველომ უნდა გააცნობიეროს, რა არის მისი ინტერესი და უნდა მიჰყვეს მას.

      "როგორც 3 000 წელი საქართველო და ქართველები ვიყავით პირველები, ვინც ვფიქრობდით ჩვენს ერზე და ჩვენს ქვეყანაზე, სახელმწიფოზე, ასე იქნება მომავალი 3 000 წელიც. ჩვენს ნაცვლად ამ ქვეყანაზე არავინ იფიქრებს, ჩვენს ნაცვლად ამ ქვეყნის ინტერესებს არავინ დაიცავს, ამიტომ არსებობს სხვადასხვა სახელმწიფოები, რომ არსებობს სხვადასხვა ინტერესები.

      ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რა არის ჩვენი ინტერესი. მივყვეთ ჩვენს ინტერესს და როდესაც ქართველი ადამიანი წაყოლია საკუთარი ქვეყნის ინტერესს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს ყოველთვის გაუმარჯვია", - აცხადებს  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

      დღის ამბები
      მეტი