07 თებერვალი 2025,   11:15
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს - შეკრებილები "ბათუმელების" დამფუძნებელს მზია ამაღლობელს გათავისუფლებას ითხოვენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს - შეკრებილები არიან ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი სოლიდარობას უცხადებენ "ბათუმელების" დამფუძნებელს მზია ამაღლობელს და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

"მზია არ იმსახურებს პატიმრობას. ის არც მიიმალებოდა და ვერც მტკიცებულებებს გაანადგურებდა. დაუსაბუთებელია მისი პატიმრობა, ამიტომ დროულად მოვუწოდებთ პროკურატურას, "ქართული ოცნების" მთავრობას, რომ შეცვალონ აღკვეთი ღონისძიების ფორმა და შეუფარდონ გირაო, ან დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პატიმრობიდან", - აცხადებს ჟურნალისტი ლიკა ზაკაშვილი.

დღის ამბები