
ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ დაბლოკავს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელი უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის აღდგენაში არ დაეხმარება.
მედიასთან უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შესახებ უკრაინის გადაწყვეტილება მიუღებელია.
ვიქტორ ორბანმა ევროკომისიას მოთხოვნა წაუყენა, რომლის თანახმად ევროკომისიამ ისეთი პირობები უნდა უზრუნველყოს, რომლებიც არ დააზარალებს უნგრეთის ინტერესებს და არ გამოიწვევს ფასების ზრდას.