01 მარტი 2025,   00:11
ვრცლად
"მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია" - სპეციალური პენიტენციური სამსახური
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. უწყების ინფორმაციით, მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 

      "მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. მასზე მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. ლაბორატორიული კვლევები ტარდება პრაქტიკულად ყოველდღიურად. ბოლო მონაცემებით, მნიშვნელოვანი სახის ცვლილებები არ აღენიშნება. ბრალდებულს ყოველდღიურად ხვდება სახალხო დამცველის წარმომადგენელიც და ეცნობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ადვოკატისთვისაც, მისი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში. ჩვენთვის ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია. ამ ეტაპზე, მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის. მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში. მოვიწოდებთ მზია ამაღლობელს, შეწყვიტოს შიმშილობა მისი ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე", - აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ ურთქმელიძე.