11 აგვისტო 2026,   16:26
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა საქმეებზე მსჯელობენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა საქმეებზე მსჯელობენ. 5 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ალექსი პეტრიაშვილს, რომელსაც ბრალდების მხარე გზის გადაკეტვას ედავებოდა - საუბარია 17 იანვრის აქციაზე.

"ამ შენობას ჰქვია საქალაქო სასამართლო, მაგრამ ამას სამართალთან და სასამართლოსთან არაფერი არ აქვს საერთო. მთელი ეს პროცესი წინასწარ განსაზღვრული იყო, რომ დასრულდებოდა 5 000 ლარიანი ჯარიმით. ეს ვერაფრით ვერ შეცვლის ჩემს პოზიციას", - აცხადებს ”რონდელის ფონდის” უფროსი მკვლევარი ალექსი პეტრიაშვილი.

"თბილისი მოლის" მიმდებარედ დააკავეს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე - მასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

"ჩემი ეპიზოდიც არ განსხვავდება არაფრით სხვა ეპიზოდებისგან, აბსოლუტურად ცარიელ ადგილზე დამაკავეს. წარმოუდგენელია რაიმე განსხვავებული იყო, რაც ხდება სხვა დარბაზებში", - აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ქადაგიძე.

დღის ამბები