20 მარტი 2025,   06:23
ვრცლად
საგარეჯოში, 40 წლამდე კაცის მკვლელობაში ბრალდებული, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა

საგარეჯოში, 40 წლამდე კაცის მკვლელობაში ბრალდებული, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. დაკავებული კახეთის სამხარეო დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

შემთხვევა გუშინ სოფელ ანთოკში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,
38 წლის მამაკაცს მეგობარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები