კომუნიკაციების კომისიამ წყალტუბოში 300-მდე ადგილობრივი ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა.
"ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მუნიციპალიტეტში ამ ეტაპისთვის სულ 18 სემინარია ჩატარებული. პროგრამას კომკომი რეგიონებში 2022 წლიდან აქტიურად ახორციელებს. მას უკვე 7 000-მდე ბენეფიციარი ჰყავს.
პროგრამა პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება.