
40 000 ვიზიტორი 50 ქვეყნიდან - მილანის მასშტაბური ტურისტული გამოფენა დასასრულს უახლოვდება. BIT 2025-ზე 1 000-ზე მეტი ტურისტული კომპანიაა წარმოდგენილი, მათ შორისაა საქართველო, რომლის სტენდთანაც მესამე დღეა ხალხმრავლობაა.
შეხვედრები ტურისტულ და მარკეტინგულ კომპანიებთან, სხვადასხვა თემატური სტენდები - ბიტ მილანო წინა წლების მსგავსად მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩევა. ქართულმა კომპანიებმა უცხოელ კოლეგებსა და დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნეს.
მილანის გამოფენაზე საქართველოს 6 ტურისტული კომპანია წარმოადგენს. გამოფენის დასრულების შემდეგ, საქართველოს არაერთი გავლენიანი მედიაგამოცემა ეწვევა.
უცხოელი ვიზიტორების ყურადღება, საქართველოს ღირსშესანიშნაობების გარდა, ქართულმა ღვინომ და ტკბილეულმაც მიიქცია.
BIT მილანო უკვე 45 წელზე მეტია ტარდება. გამოფენას მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 40 000 სტუმარი ჰყავს. ღონისძიება 9 თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდება.