
კონგრესი, USAID-ის გაუქმების თავიდან ასაცილებლად, კანონპროექტს ამზადებს, – ამის შესახებ "როიტერი" კანონპროექტის ავტორზე, სარა ჯეიკობსზე დაყრდნობით წერს.
დოკუმენტში მითითებულია, რომ USAID-ის, როგორც დამოუკიდებელი სააგენტოს გაუქმება არაკანონიერია.
კანონპროექტის ავტორი დარწმუნებულია, რომ, სირთულეების მიუხედავად, ისინი შეძლებენ კანონპროექტის მიღებისთვის საჭირო 218 ხმის მოპოვებას. ჯეიკობსი განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო მდივანი ვალდებული იქნება, დაადასტუროს მისი შესრულება კანონის ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში.