
კომპანია Coca-Cola განცხადებით, თუ დონალდ ტრამპის მიერ ფოლადზე დაწესებული ტარიფები ალუმინის ქილების გაძვირებას გამოიწვევს, შესაძლოა, აშშ-ში პლასტიკის გამოყენების გაზრდა მოუწიოს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
კომპანიის გაფრთხილება დაკავშირებულია ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფის შემოღებასთან, რამაც შესაძლოა დაკონსერვებულ საკვებსა და სასმელებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს.
Coca-Cola-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმს ქუინსიმ განაცხადა, რომ კომპანია თავისი სასმლის ქილებისთვის ალუმინის იმპორტს კანადიდან ახორციელებს. მისი განმარტებით, კომპანია ნებისმიერ გზებს ეძებს იმისთვის, რომ ტარიფების ზრდამ პროდუქციის ფასის გაზრდა არ გამოიწვიოს, რისი ერთ-ერთი საშუალებაც პლასტიკის ბოთლებზე იძულებით გადასვლა იქნება.
"ჩვენი ხელმისაწვდომობისა და მომხმარებელთა მოთხოვნის სტრატეგიის თვალსაზრისით, თუ ერთი ტიპის შეფუთვაზე წარმოების ხარჯების გარკვეული ზრდა გავლენას მოახდენს, ჩვენ კვლავ გვექნება სხვა შეფუთვის შეთავაზებები, რომელიც მოგვცემს კონკურენციის უნარს ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით", - განაცხადა Coca-Cola-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.