18 მარტი 2025,   16:07
ვრცლად
"ევროპას ამერიკის გარეშე უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია" - ზელენსკის პოზიცია და ომის დასრულების გეგმა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "ევროპას ამერიკის გარეშე უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია" - ეს პოზიცია ზელენსკიმ "გარდიანთან" გაახმოვანა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვაშინგტონს მომგებიან გარიგებას სთავაზობს, საუბარია ომის შემდეგ უკრაინის განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენის კონტრაქტებზე, რომელსაც უკრაინა ამერიკულ კომპანიებს გადასცემს.

      ბრიტანულ გამოცემასთან საუბრისას, ზელენსკიმ პუტინს სიგნალი გაუგზავნა და განაცხადა, რომ თუ ტრამპი მოახერხებს და სამშვიდობო პროცესს უზრუნველყოფს, კიევი მოსკოვს ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს. უკრაინა მზადაა კურსკის ოლქში დაკავებული დასახლებები, რუსეთის მიერ ოკუპირებული რომელიმე რეგიონის დაბრუნების სანაცვლოდ დათმოს.

      ზელენსკის კრემლი გამოეხმაურა - განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პრესკოვმა გააკეთა. მოსკოვი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან საკუთარი ძალების გაყვანაზე უარს აცხადებს და ზელენსკის შეთავაზებას არ იღებს.

      შესაძლოა ევროპა და უკრაინა ომის დასრულების სამშვიდობო მოლაპარაკებების მიღმა დარჩნენ - ეს პოზიცია "ფაინენშალ თაიმსმა" გაავრცელა. სტატიაში წერია, რომ ტრამპს შეუძლია პუტინთან გარიგება ევროპის ქვეყნების ლიდერების გარეშე დადოს. პროცესების ამგვარ განვითარებას გამოცემა "კონტინენტის ლიდერების ყველაზე საშინელ კოშმარს" უწოდებს.

      რუსეთის თავდასხმის სამიზნე კი, ისევ მშვიდობიანი მოსახლეობაა. ოკუპანტი უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებს ყოველდღიურად ბომბავს. კიევში დღეს სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. მძიმეა ოთხი დაშავებულის მდგომარეობა.

      ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა კიევის ოთხი რაიონი. განადგურებულია კორპუსები, საცხოვრებელი სახლები, ოფისები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის დიდ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

      დღის ამბები
      მეტი