
This is a modal window.
"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" უკვე დიდი ხანია ოპოზიცია აღარ ჰქვია და ამ პარტიის "პოლიტიკური ბოგინი ქვეყანაში უნდა დასრულდეს", რისთვისაც საგამოძიებო კომისია შეიქმნა.
როგორც "ღამის კურიერის" ეთერში გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, კომისიით შედეგი აუცილებლად დადგება და მუშაობის პროცესში ხალხს შეახსენებენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს "ნაციონალური მოძრაობის ნამოქმედარს", რადგან ბევრს არ ახსოვს.
"მოდით შევთანხმდეთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" უკვე დიდი ხანია ოპოზიცია აღარ ჰქვია. ის არის სახელმწიფოს ოპოზიციაში. შესაბამისად, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ საგამოძიებო კომისიას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. როგორც გერმანიას თავის დროზე "ნიუბერგის პოროცესმა" ჩამოაცილა "ნაციონალურ-სოციალისტური ფაშისტური პარტია" და ამის მერე ამოისუნთქა გერმანიამ და დაიწყო ნორმალური განვითარება, ასე უნდა მოხდეს ამ შემთხვევაშიც.
ყველა პარტია არ უნდა გასამართლდეს, "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" მაგას ვუწოდებთ, ვინც დაიშალნენ და თქვეს, რომ სააკაშვილთან და "ნაცმოძრაობასთან" არაფერი გვაკავშირებსო, ზუსტად ამ ხალხზე გვაქვს საუბარი. საგამოძიებო კომისიას ეს მიზანი აქვს, რომ ბოლოს და ბოლოს, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ბოგინი ქვეყანაში დასრულდეს. სანამ სამართლებრივად იარსებებს ეს პარტია, მანამდე ვერ დასრულდება. იქიდან გასულ პარტიებსაც კი არ აქვთ განვითარების საშუალება, "კოლექტიური ნაცმოძრაობა" არ აძლევს ამის საშუალებას. შესაბამისად, მტკიცებულებები ბევრი კი არ არის მოსაპოვებელი, საერთაშორისო სასამართლოებში მიღებული გადაწყვეტილებებიც კი საკმარისია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია გააუქმო. ამ კომისიით შედეგი აუცილებლად დადგება, პროცესითაც ისიამოვნებენ და ხალხს გავახსენებთ მათ "ნამოქმედარს" რა ჩაატარეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რადგან ბევრს არ ახსოვს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.