18 მარტი 2025,   05:58
ვრცლად
წინა ხელისუფლების პერიოდის თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისია დღეს პირველ სხდომას გამართავს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც წინა ხელისუფლების პერიოდის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეისწავლოს, დღეს პირველ სხდომას გამართავს. სხდომა საორგანიზაციო ხასიათის იქნება.

      ჯგუფში მმართველი გუნდის ხუთი წევრი, ორი "ხალხის ძალის," ერთი კი "ევროპელი სოციალისტების" კვოტით არის წარმოდგენილი. ამ დრომდე ვაკანტურია პარტიის "გახარია საქართველოსთვის" განკუთვნილი ორი ადგილი.

      მმართველი გუნდი ჯგუფის მთავარ მიზანზე საუბრობს.

      "დღეს იქნება კომისიის პირველი სხდომა. ავირჩევთ კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის მდივანს. დამტკიცდება დებულებების პროექტი და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხი. საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ კომისიის უპირველესი მიზანი ის არის, რომ არცერთმა ხელისუფლებამ, როგორც წარსულში, ისე აწმყოსა და მომავალში არ შეუწყოს ხელი კრიმინალური რეჟიმის ჩამოყალიბებას და ძალადობას საკუთარ ხალხზე," - აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ.

      დღის ამბები