18 მარტი 2025,   02:46
ვრცლად
"აღნიშნული პრეცედენტი მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით" - ვახტანგ ჩოჩია საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "ნეიტრალური საქართველოს" ბრალდებების ადრესატები დანაშაულებრივ ქმედებებში შესაძლო მონაწილეობას უარყოფენ და პროკურატურასთან თანამშრომლობას არ აპირებენ. მათი განმარტებით, შექმნილ ვითარებაში დაწყებული გამოძიება აბსურდია და მას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

      "ითხოვენ დემოკრატიული ოპოზიციის განადგურებას, ითხოვენ ქართული საზოგადოების განადგურებას, ტერორს, რეპრესიებს და, ცხადია, პროკურატურა, რომელიც არის სანქცირებული და, რომელსაც არ აქვს ნდობა და ლეგიტიმაცია, იქ რაიმე სამართლიანობაზე ლაპარაკი არის წარმოუდგენელი," - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.

      მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ბრალდებების გამოძიება ობიექტურად უნდა მოხდეს და საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

      "აღნიშნული პრეცედენტი მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თუ გამოიკვეთება კონკრეტული სისხლისსამართლებრივი დანაშაული, შემდგომ აღიძრება საქმე და ეს პირები დაბარებულები იქნებიან გამოძიების ფარგლებში. თუ მათი ბრალი დადასტურდება, მაშინ ეს პირები მიეცემიან შესაბამის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში," - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი, ვახტანგ ჩოჩია.

      ცნობისთვის, "ნეიტრალური საქართველოს" მოთხოვნის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. მოძრაობა საგამოძიებო ჯგუფისგან ითხოვს გამოვლინდეს ჯაშუშური ქსელი და ბოლო 13 წლის განმავლობაში, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების რევოლუციით დამხობის გეგმების გამოძიება მოხდეს.