19 მარტი 2025,   06:36
ვრცლად
როგორ ემზადება ცესკო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების ჩასატარებლად - საარჩევნო კომისიამ სამოქმედო გეგმა წარმოადგინა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      როგორ ემზადება ცესკო მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების ჩასატარებლად - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა.

      გეგმა სამ ძირითად პრიორიტეტს მოიცავს - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება; ინსტიტუციური გაძლიერება და ტექნოლოგიური განვითარება.

      პრეზენტაციის დასასრულს საინფორმაციო ვიდეორგოლის სახელწოდებით "ელექტრონული არჩევნების დანერგვა საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართა.

      "მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ერთ-ერთი კომპლექსური არჩევნები არის, რაც თავის მხრივ საყურადღებოა შესაბამისი დაგეგმარებისა და ადმინისტრირების თვალსაზრისით. ამ მიზნით, ისევე როგორც სხვა გამოწვევებზე სათანადო პასუხის გაცემის მიზნით, ინსტიტუციამ შეიმუშავა ახალი სამოქმედო გეგმა. მიმოვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ინსტიტუციურ გაძლიერებას, ასევე 4 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას", - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.