
უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო ვოლოდიმირ ზელენსკის აკრიტიკებს და ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლება ტოტალიტარულ სახელმწიფოს აშენებს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ მთავრობა, ზელენსკის ხელმძღვანელობით, ხურავს ქვეყნის საზღვრებს, თელავს კერძო საკუთრების უფლებას და საფრთხეს უქმნის უკრაინაში არსებულ საწარმოებს.
აღნიშნული პოზიცია ოლექსეი გონჩარენკომ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას გამოთქვა.