18 მარტი 2025,   04:02
ვრცლად
ორმხრივი სანქციები და რუსეთისთვის საზღვრების ჩაკეტვა - პარლამენტის თავჯდომარე უკრაინაში ომის დაწყების პერიოდს და ბრიუსელის მხრიდან, საქართველოსთვის დაყენებულ მოთხოვნებს იხსენებს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ორმხრივი სანქციები და რუსეთისთვის საზღვრების ჩაკეტვა- პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ომის დაწყების პერიოდს და ბრიუსელის მხრიდან, საქართველოსთვის დაყენებულ მოთხოვნებს იხსენებს. შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც კაია კალასი წერს, რომ უკრაინის საკითხზე ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპას ცენტრალური როლი უნდა ჰქონდეს. რა მოხდებოდა, თუ თბილისი ბრიუსელის მოთხოვნებს დათანხმდებოდა - პარლამენტის თავმჯდომარე რიტორიკულ კითხვას სვამს და ამბობს, რომ ევროპელი პოლიტიკოსები, უკრაინის მსგავსად, საქართველოს შემთხვევაშიც, მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებოდნენ.

      საფრთხეს, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს, არარეალურად მიიჩნევს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ დასავლელ პარტნიორებს, საქართველოსთვის პირდაპირი სანქციების დაწესება არასდროს მოუთხოვიათ.

      ოპოზიციას დღეს მმართველი გუნდიდან შეახსენეს, რომ ევროპული ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, საერთაშორისო უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ დასავლელ ბიუროკრატებს, 2022 წელს უკრაინის მსგავსად, საქართველოსთან დაკავშირებითაც საკუთარი ინტერესები ჰქონდათ, რაც შესაძლოა ქვეყნისთვის დამღუპველი ყოფილიყო.

      კაია კალასმა განცხადება, პარიზში "ვაიმარ+-ის" ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. პოსტს დაურთო უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადებაც, რომელსაც მასთან ერთად, შეხვედრის მონაწილე - გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ესპანეთისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები უერთდებიან.