
This is a modal window.
კომპანია "გეფერინი" ერთ-ერთია იმ საექსპორტო ბიზნეს-ორგანიზაციებს შორის, რომელსაც საგარეო ვაჭრობის ზრდაში წვლილი შეაქვს. ჩანთები, საფულეები და ტყავის აქსესუარები საწარმოს ექსპორტზე, 14 ქვეყანაში გააქვს.
საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, ოფიციალური მონაცემები დღეს "საქსტატმა" გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, იანვარში სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ 6 მილიონი დოლარი შეადგინა. მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს 39 პროცენტით აჭარბებს.
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, ექსპორტში შეტანილი წვლილი 500 მილიონ ლარზე მეტია. 2014 წლიდან დღემდე, უწყების ორგანიზებით, მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში გამართულ ღონისძიებაზე, 1200-ზე მეტი ქართული კომპანია ჩავიდა.
საგარეო ვაჭრობის ზრდის ფონზე, ეკონომიკური მაჩვენებლების დადებით დინამიკაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი.
საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით დეტალურ მონაცემებს "საქსტატი" ერთ კვირაში გამოაქვეყნებს. ეკონომიკურ მაჩვენებლებს კი უწყება, თვის ბოლოს გაასაჯაროებს.