18 აგვისტო 2026,   08:36
ვრცლად
ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მე-6 დღე - დღევანდელი საშეჯიბრო დღე ქართველი სპორტსმენებისთვის დასრულებულია

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალზე უკვე მე-6 საშეჯიბრო დღეა. დღევანდელი დღე დაიწყო ბიატლონში ასპარეზობით 7-ნახევარ კილომეტრზე, სადაც ასპარეზობდა ქართველი სპორტსმენი, შიო ქუჩუკიანი და მან დაასრულა ასპარეზობა.

რამდენიმე წუთის წინ, დიდველის ტრასაზე დასრულდა გოგონათშორის შეჯიბრი სლალომში, სადაც, საქართველოს სახელით, იასპარეზა კიდევ ერთმა სპორტსმენმა - ნელი უსტიმენკომ. დღეს სლალომში უნდა გამოსულიყო ანასტასია მირიანაშვილი, თუმცა, ტრავმის გამო, შეჯიბრზე გამოსვლა ვერ შეძლო.

"ფესტივალის დაწყებამდე მქონდა სერიოზული ტრავმა ფეხზე, მაგრამ მაინც გადავწყვიტე გიგანტურ სლალომზე გამოსვლა, თუმცა შეჯიბრის შემდეგ ტრავმა გამიმიზეზდა და ამის გამო ვეღარ გამოვდივარ სლალომზე", - განაცხადა მოთხილამურე ანასტასია მირიანაშვილმა.

დღევანდელი საშეჯიბრო დღე ქართველი სპორტსმენებისთვის დასრულებულია.

დღის ამბები