21 მარტი 2025,   12:03
ვრცლად
როგორ გადაწყდება და ვინ გადაწყვეტს უკრაინის ბედს - მსოფლიოს ყურადღება ახლა მიუნხენისკენაა მიმართული, სადაც ზელენსკის გარდა ჩასულია ამერიკის ვიცე პრეზიდენტი დიდ დელეგაციასთან ერთად

"სავარაუდოდ უკრაინა ვერ აღადგენს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას. ნაკლებად სავარაუდოა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხიც" - ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი. პიტ ჰეგსეტმა თქვა რომ მოკავშირეებთან თანამშრომლობაში ცვლილებები დააანონსა და თქვა, რომ ევროპამ თავდაცვაში ინვესტიცია უნდა ჩადოს, რადგან კონტინენტზე ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობა მუდმივად არ გაგრძელდება.

ტრამპმა ომის შეწყვეტის გეგმის რეალიზება დაიწყო. ვაშინგტონიდან ზარი ჯერ მოსკოვში შემდეგ კი კიევში უკვე განხორციელდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ პუტინი და ზელენსკი მომლაპარაკებელ ჯგუფებს აკომპლექტებენ. მხარეების შეხვედრის ადგილად ერ-რიადი დასახელდა.

განხილვის საგანია ტრამპისა და პუტინის 90 წუთიანი სატელეფონო საუბრის შინაარსი. საკითხზე ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე ესაუბრა.

"უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სამწლიანი ომის გამო, რუსეთმა შესაძლოა ბევრი რამ დათმოს შესაძლოა კი არც არაფერი" - ამბობს ტრამპი და კონკრეტულად ასახელებს რა პირობებზე დათანხმება მოუწევს უკრაინას. შეერთებული შტატები არ მიიღებს უკრაინას ნატოში, არარეალისტურია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხიც. ამასთან ერთად ამერიკა უარს აცხადებს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე.

ტრამპის და პუტინის საუბრის შესახებ განცხადება, კრემლის პრესსპიკერმა გააკეთა. დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი და თეთრი სახლი უკრაინაში ომის შეწყვეტასთან ორმხრივი მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავენ, განიხილება პროცესში უკრაინის ჩართვის შესაძლებლობაც.

ტრამპის სამშვიდობო პროცესი კიევისა და ბრიუსელის მონაწილეობის გარეშე დაიწყო. რაც უკრაინის პროტესტის მიზეზი გახდა. ზელენსკი არ მიიღებს არც ერთ შეთანხმებას, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უკრაინის ჩართულობის გარეშე იქნება მიღებული. ზელენსკი შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას და მოლაპარაკებების პროცესში უკრაინის და ევროკავშირის ჩართვას ითხოვს.

ტრამპის დაწყებულ პროცესს ბრიუსელის შეფასება მოჰყვა. პოზიცია გაახმოვანა კაია კალასმა, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ევროპის ზურგს უკან მიღებული ნებისმიერი გარიგება არ იმუშავებს.

უკრაინაში ომის დასრულების პირობებს ნატოს წევრი სახელმწიფოები მიუნხენში განიხილავენ. ერთმანეთს ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები და ევროპელი ლიდერები ხვდებიან. BBC წერს, რომ ამერიკის და რუსეთს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებში კიევის ჩართვამდე, ევროპელი ლიდერები ეცდებიან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უზრუნველყონ.

დღის ამბები