10 აგვისტო 2026,   10:41
ვრცლად
ინტენსიურმა თოვამ და ლიპყინულმა კახეთში პრობლემები შექმნა

ინტენსიურმა თოვამ და ლიპყინულმა კახეთის რეგიონში სამანქანე გადაადგილების პრობლემები შექმნა. ზოგიერთ უბანზე შეფერხებულია ელექტროენერგიის მიწოდებაც. ამ დრომდე შეზღუდვა არ მოხსნილა ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზეც. ამ მიმართულებით მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. რთულ მონაკვეთებზე მობილიზებულია ტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი. სამუშაოს უამინდობა აფერხებს.

დღის ამბები