თბილისში არსებული აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები ტექნოლოგიური STEM ლაბორატორიით ისარგებლებენ. პროექტი აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
ლაბორატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორთან ერთად დაათვალიერა.