10 აგვისტო 2026,   23:37
ვრცლად
რამდენიმე ასეული ჯარისკაცია მობილიზებული, სხვა საჭიროების არსებობის შემთხვევაში, შეგვიძლია დამატებითი ძალის გამოყენება - ირაკლი ჩიქოვანი 

თავდაცვის ძალების ტექნიკით გაიწმინდა ოზურგეთთან დამაკავშირებელი ყველა ცენტრალური გზა. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.

აუცილებლობის შემთხვევაში განხორციელდება მოსახლეობის ევაკუაცია სტიქიის ზონიდან.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ჯარისკაცები უშუალოდ არიან კონკრეტულ სოფლებში, სადაც შედიან ოჯახ-ოჯახ:

"პრემიერის დავალებით, თავდაცვის ძალები უკვე მონაწილეობენ სტიქიასთან გამკლავების ღონისძიებებში, მობილიზებულია რამდენიმე ათეული სპეციალური ტექნიკა, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რათა მივიდეთ ისეთ ადგილებში, სადაც მისვლა გართულებულია, ამავე დროს ჩვენი ძალები ჩართულები არიან გაწმენდით სამუშაოებში. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ჯარისკაცები უშუალოდ არიან კონკრეტულ სოფლებში, სადაც შედიან ოჯახ-ოჯახ.

იმ ადამიანებთან, ვისაც ყველაზე უფრო მეტად სჭირდებათ დახმარება კომუნიკაცია მყარდება, თუ არსებობს რაიმე საშუალება, რითაც შეუძლიათ ადგილზე მიაწოდონ საკვები თუ მედიკამენტი ამასაც უზრუნველყოფენ. ამავე დროს, მათ ოპერატიული კავშირი აქვთ თითოეულ შტაბთან, ეს საშუალებას იძლევა, მათ მიაწოდონ ოპერატიული ინფორმაცია შტაბებს, დამატებითი საჭიროების შემთხვევაში სხვა ჯგუფებიც მივიდნენ. რამდენიმე ასეული ჯარისკაცია მობილიზებული, სხვა საჭიროების არსებობის შემთხვევაშიც, მომავალშიც შეგვიძლია დამატებითი ძალის გამოყენება. ამ ეტაპზე ასეთი დავალება არ არის," - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი. 

დღის ამბები