10 აგვისტო 2026,   21:42
ვრცლად
ლენტეხის სოფელ ცანაში, ერთადერთი ადგილობრივის დასახმარებლად მაშველებმა მხოლოდ ფეხით ასვლა შეძლეს და მასთან 10 საათის შემდეგ მიაღწიეს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ცანაში, სადაც ერთადერთი ადგილობრივი მაცხოვრებელია, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ჯგუფებმა ადგილზე ასვლა და მისი მონახულება შეძლეს.

ადგილობრივთან სატელეფონო კომუნიკაცია რამდენიმე დღის მანძილზე ვერ ხერხდებოდა, რის გამოც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სამაშველო ჯგუფების მიერ განხორციელდა ძებნა-შველის ოპერაცია.

მაშველებს 15 კილომეტრიანი გზის გავლა ფეხით მოუწიათ და სოფლის ერთადერთ მაცხოვრებლამდე ეს მანძილი 10 საათში დაფარეს. 

დღის ამბები