უამინდობაა კახეთში - ნალექისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია. გზის ამ მონაკვეთზე გადადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობისა და ზამთრის საბურავების მქონე ავტომობილებისთვის.
თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. პრობლემურ მონაკვეთებზე ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება გზები.
"ამ დროისთვის გზებზე გადაადგილება გახსნილია, უსაფრთხოების ნორმები დაცულია ყველგან და მოხსნილია ყველა შეზღუდვა. აღდგენილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ისევე, როგორც თელავში, შეზღუდვა არაა მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიებზე. ერთადერთი შეზღუდვა, რაც ამ დრომდე ნარჩუნდება, ეს არის გომბორის უღელტეხილზე მსუბუქი მანქანების მოძრაობა ამ დროისთვის აკრძალული, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა," - აღნიშნა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გივი მეტრეველმა.