დასავლეთ საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
მაშველები, პოლიცია, სამხედროები – ერთობლივი ძალისხმევით, გურიაში აქტიურად იწმინდება გზები. მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები მიეწოდება.
გურიაში, ნაწილობრივ აღდგენილია ბუნებრივი აირის მიწოდება. გრძელდება დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენაც.