15 მარტი 2025,   05:27
ვრცლად
"ჩვენი ინიციატივა ქმნის ეფექტურ გარანტიებს იმისთვის, რომ სამართლებრივად ადეკვატურად იხელმძღვანელოს სახელმწიფომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ" - რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლების ვალდებულებაა, ეფექტიანი ზომები მიიღოს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში.

მისი თქმით, ნარკოდანაშაული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და, მათ შორის, საქართველოსთვის, მმართველი გუნდის ინიციირებული ინიციატივა კი ამგვარ დანაშაულთან ბრძოლის მყარ და ეფექტიან გარანტიას ქმნის.

"ფაქტია, რომ ნარკოდანაშაული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და, რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოსთვის, ვინაიდან ნარკოდანაშაულის გზები, მექანიზმები ახალ ფორმებს იღებს და ეს გამოწვევა სწორედ ამიტომ ვრცელდება. ამიტომ, ჩვენს მიერ შემუშავებული ინიციატივა, ვფიქრობ, ქმნის ეფექტურ და მყარ გარანტიებს იმისთვის, რომ სამართლებრივად ადეკვატურად იხელმძღვანელოს სახელმწიფომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ანტინარკოტიკული რეფორმის განხილვა დაიწყება. კანონპროექტი, პირველი მოსმენით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გადის. ცვლილებების მიხედვით, სასჯელი მკაცრდება ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის. იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარება ან ის თავს აარიდებს შემოწმებას, მას სამი წლით მანქანის მართვის უფლება ჩამოერთმევა. ასევე, მას არ ექნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლება.

დღის ამბები