
63 წლის გვადალუპე სეპედა თაღლითობის მორიგი მსხვერპლია - ქალს ორი წლის განმავლობაში ეგონა, რომ სოციალური ქსელით მსოფლიო ვარსკვლავი, ენრიკე იგლესიასი ეკონტაქტებოდა. რომანტიკული მიმოწერის შემდეგ, თაღლითებმა ქალს, მოტყუებით, 3 000 დოლარზე მეტიც ჩაარიცხვინეს. როგორც მედია წერს, ქალი მზად იყო, "ენრიკე იგლესიასის" გამო, მეუღლეც კი მიეტოვებინა.
გვადალუპე სეპედას ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ენრიკე იგლესიასმა ოფიციალურ გვერდზე მიმართვა გამოაქვეყნა.
"ყურადღება! ეკონტაქტეთ ენრიკე იგლესიასის მხოლოდ ოფიციალურ, ვერიფიცირებულ პროფილებს. ნებისმიერი სხვა ანგარიში თაღლითურია. გული მწყდება იმის ხილვისას, როგორ იყენებენ კრიმინალები გულკეთილ ადამიანებს", - წერს 49 წლის ვარსკვლავი.
რამდენიმე თვის წინ, მსგავსი შემთხვევა ბრედ პირთან დაკავშირებითაც მოხდა.