16 მარტი 2025,   15:13
ვრცლად
მისტიკური გარემო ექსტრემისა და ველური ბუნების მოყვარულებისთვის - ბირთვისის კანიონი ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ბირთვისის კანიონის სათავგადასავლო პარკში მასშტაბური სამუშაოები უკვე დაწყებულია. ადგილი სულ მალე ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება. კანიონი თანამედროვე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით აღიჭურვება. დაკიდებული ხიდების, ზიპლაინებისა და ექსტრემალური საქანელას მოსაწყობად, სამზადისი უკვე მიმდინარეობს.

      კანიონის ტერიტორიაზე შეხვდებით მონუმენტურ კლდეებს, პატარა ჩანჩქერებს, გვირაბებსა და წყლის ნაკადულებს. ახალი ინფრასტრუქტურა ნებისმიერი ასაკის მნახველს შესაძლებლობას მისცემს, ბუნების ძეგლი უსაფრთხოდ და მარტივად მოინახულოს.

      ბირთვისს ქართველი და უცხოელი ტურისტები წელიწადის ოთხივე სეზონზე სტუმრობენ. ძეგლი განსაკუთრებით ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარულებს იზიდავს. ახალი ტურისტული ცენტრის მოწყობის შემდეგ, დამთვალიერებელს შესაძლებლობა მიეცემა, ადგილზე დაგეგმოს მარშრუტები და მიიღოს საჭირო ინფორმაცია. აქვე იქნება კვების ობიექტიც.

      პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება. ბირთვისის კანიონს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მდებარეობაც სძენს. ძეგლი თბილისიდან 1 საათის სავალზეა, მის სიახლოვეს კი არაერთი ისტორიული ძეგლი მდებარეობს, მათ შორის განსაკუთრებულია ბირთვისის ციხე.

      ბირთვისის კანიონზე სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. სულ მალე იქ კემპინგის სივრცე და ეკომეგობრული ხის კოტეჯები მოეწყობა.

       

      ავტორი: ირაკლი კოშაძე

       

       

      დღის ამბები