
This is a modal window.
ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია საგარეო ასპარეზზე დასახული მიზნების მიღწევაც. დონალდ ტრამპის ამბიციები, რომ შეერთებული შტატების საზღვრებს სცდება, ეს ახალი არ არის, თუმცა ახალია სიტყვა ანექსია, რომელიც გრენლანდიასთან მიმართებით ამერიკის პრეზიდენტის ლექსიკონში გაჩნდა.
ამოსავალი წერტილი ყინულოვანი კუნძულის სტრატეგიული მდებარეობა და ეროვნული უსაფრთხოებაა, სწორედ ამ მოტივით გეგმავს დონალდ ტრამპი დანიის ავტონომიური ერთეულის, გრენლანდიის ამერიკისთვის შეერთებას. კუნძულის, რომელზეც ცოტა ხნის წინ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და რომელსაც მალე ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება - თუმცა არც ისაა მომხრე ამერიკასთან გაერთიანების.
სანდრო სანაიასთან ვაგრძელებთ ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე საუბარს, საინტერესოა კანადის ფაქტორიც რომელმაც ამერიკას საპასუხო ტარიფები დაუწესა, თუმცა დავიწყოთ გრენლანდიით.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია მისი ხედვა გრენლანდიის პოტენციურ ანექსიაზე, ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ ფიქრობს რომ ასე მოხდება - რას ცვლის ამერიკის პრეზიდენტის ახალი განცხადება და როგორია გამოხმაურება.
რაც შეეხება კანადას, რომლის 51-ე შტატად შემოერთების იდეაც აქვს ტრამპს, წინააღმდეგობრივი პოზიციის შემდეგ დაიწყო ტარიფებით ომი. კანადამაც დააწესა საპასუხო ტარიფები ამერიკიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე.
ავტორი: სანდრო სანაია