
"კურიერი P.S."-ის რეპორტაჟი უანგარო დონორზე - თითქოს ისიც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქეა, მაგრამ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დიდი განსხვავებით. მის ანგარიშზე უკვე 500-მდე გადარჩენილი სიცოცხლეა. 34 წლის ვახო ლაბაძე უკვე 7 წელია უანგარო დონორია.
ქართველი უნიკალური დონორის ინსპირაცია ავსტრალიელი ქველმოქმედი იყო, რომელმაც 2 მილიონი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა და მსოფლიოს თავი გააცნო, როგორც "კაცი ოქროს მკლავით."
სისხლის დონაციის პროცესში აღმოაჩინა, რომ მასაც შეეძლო ყოფილიყო კიდევ უფრო სასარგებლო სხვებისთვის. წინასწარ არასდროს იცის ვის გადასარჩენად მიდის, მაგრამ იცის, რომ ვიღაცას სასიცოცხლოდ სჭირდება.
სამედიცინო მათემატიკით, თითო დონაცია 3 ზრდასრული ადამიანის ან 6 ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნების ტოლია.
იმის გათვალისწინებით, რომ პლაზმის დონორი ქვეყანაში კიდევ უფრო ცოტაა ვიდრე სისხლის, ვახოს შემთხვევაში ხშირია არასტანდარტული დონაციაც.
უნიკალური დონორობა მოითხოვს, პირველ რიგში, ჯანსაღი ცხოვრების წესს და ხელმისაწვდომობას 24/7-ზე, ჰქონია უხერხული შემთხვევებიც. მადლობას ხშირად იღებს, ეს უანგარო დონაციის ერთადერთი საზღაურია.
გადარჩენილი სიცოცხლეების რაოდენობა კი დამატებითი მოტივაციაა, გამხდარიყო ძვლის ტვინის საერთაშორისო დონორიც.
პროფესიით მარკეტერი ფიქრობს, რომ მისი ცხოვრების მთავარი სტატუსი მაინც დონორია.