18 მარტი 2025,   01:25
ვრცლად
არასერიოზულია. რაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, კონკრეტული პირების მხრიდან არის პირადი ინტერესი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით - ლავან მახაშვილი კაია კალასის განცხადებაზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის შეფასებით, კაია კალასის განცხადება არასერიოზულია.

      მახაშვილი განმარტებით, კონკრეტულ პირებს აქვთ ინტერესი, შექმნან ალტერნატიული დღის წესრიგი და ხელი მიაშველონ რადიკალურ ოპოზიციას.

      "არასერიოზულია. რაც იკვეთება და ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ კონკრეტული პირების მხრიდან არის პირადი ინტერესი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. ინტერესი, რომ შექმნან ალტერნატიული დღის წესრიგი და ხელი მიაშველონ რადიკალურ ოპოზიციას, მათ ნაბიჯების კიდევ უფრო გარადიკალებაში. ამას ვაკვირდებით მხოლოდ და მხოლოდ. სხვა რამე საინტერესო არც მისგან და არც მისი კოლეგებისგან არ მოგვისმენია", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

      ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში ადამიანების დაკავებების გამო.