
This is a modal window.
კაია კალასმა საკუთარ ოჯახზე რომ მოახდინოს ზეწოლა და ოჯახის წევრებს რუსებთან ბიზნესურთიერთობები შეუზღუდოს უკეთესი იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევაა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატია არა ევროკავშირის ინტერესებისთვის, არამედ "დიფ სთეითის" ინტერესებისთვის იბრძვის.
"კაია კალასმა საკუთარ ოჯახზე რომ მოახდინოს ზეწოლა და ოჯახის წევრებს რუსებთან ბიზნეს ურთიერთობები შეუზღუდოს უკეთესი იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევაა. რაც შეეხება ევროკავშირის ბიუროკრატიას, დროა უკვე, რომ ამ ბიუროკრატიამ, რომელიც არა ევროპის და ევროკავშირის ინტერესებისთვის იბრძვის, არამედ "დიფ სთეითის" და ევროპული ბიუროკრატიის ინტერესებისთვის იბრძვის, ეს ყველაფერი დაასრულოს. ამ ყველაფრის მაგალითი აიღოს აშშ-დან, იმ პროგრესული იდეებიდან, რომელიც ევროპას მიეწოდება ვაშინგტონიდან", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.