19 მარტი 2025,   23:31
ვრცლად
რა გარემოებებშიც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ბუნდოვანია, კარგი იქნება თუ პოლონეთის ხელისუფლება სხვების კრიტიკის ნაცვლად ამ კითხვებს გასცემს პასუხს - ლევან მახაშვილი პოლონელი პოლიტიკოსის გარდაცვალებაზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      პოლონეთში ოპოზიციონერის გარდაცვალება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.

      პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ის გარემოებები, რა გარემოებებშიც პოლონელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გარდაიცვალა ბუნდოვანია.

      მისი განმარტებით, კარგი იქნებოდა, თუ პოლონეთს ხელისუფლება ამ გარემოებების შესახებ განმარტებას გააკეთებს და ნათელს მოჰფენს გარდაცვალების გარემოებებს.

      "ის გარემოებები, რა გარემოებებშიც ეს ადამიანი გარდაიცვალა ბუნდოვანია. კარგი ინება თუ პოლონეთის ხელისუფლება სხვების კრიტიკის ნაცვლად, ამ კითხვებს გასცემს პასუხს და ნათელს მოჰფენს იმ გარემოებებს, რა გარემოებებშიც ეს ადამიანი გარდაიცვალა. ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი განცხადება გავაკეთოთ ამ თემაზე. ერთი რაც მთავარია, არის კითხვები, მათ შორის ადგილობრივი ოპოზიციის მხრიდან, რასაც სჭირდება პასუხები", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

      ცნობისთვის, პოლონეთში 66 წლის პოლიტიკოსი, ბარბრა სკშიპეკის გარდაიცვალა. მის გარდაცვალებაში, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობას ადანაშაულებს.

      დღის ამბები
      მეტი