
"სააკაშვილის განაჩენის ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში შემოპარებამდე, ბრიუსელში შეხვდა ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. ეს იმ დროს, როცა მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წლით თავისულების" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სააკაშვილის საქართველოში შემოპარება დაგეგმა და განახორციელა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ.
"სააკაშვილის განაჩენის ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის საქართველოში შემოპარება დაგეგმა და განახორციელა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ. საქართველოში შემოპარებამდე რამდენიმე დღით ადრე, სააკაშვილი იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. ეს იმ დროს, როცა მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წლით თავისულების აღკვეთა გირგვლიანის მკვლელობის და გელაშვილის ცემის საქმეებზე", - წერს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, 4 წელი და 6 თვე საზღვრის უკანონო კვეთისთვის. მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
4 წელს დაემატა 8 წლიანი სასჯელი, რომელიც სასამართლომ ექსპრეზიდენტს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე შეუფარდა და საბოლოო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და 6 თვის ვადით განესაზღვრა.