
This is a modal window.
"ყოველთვის ვიძახდით, რომ ჩვენთვის იყო წითელი ხაზი და მიუღებელი რაიმე სახით კოალიცია ან რაიმე სახით ერთობლივი მუშაობა "ნაციონალურ მოძრაობასთან," - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
"ერთიანობა ყველა საკითხთან მიმართებაში არ გამოდის, რადგან არის ძალიან ბევრი განსხვავება. ვისაც გაერთიანება სურს, შეუძლია გაერთიანდეს, თუმცა ჩვენ გვაქვს რამდენიმე ზეპარტიული საკითხი, რომლის ირგვლივაც ჩვენ განვიხილავთ კოორდინაციას," - ამბობს ტატა ხვედელიანი.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ. ლევან ხაბეიშვილის და თინა ბოკუჩავას შემდეგ, მწვავე განცხადება გუბაზ სანიკიძემ გააკეთა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია. "რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეს მოაბა თავი? რამდენი პროექტიც დაიწყო, იმდენი ჩააფლავა, რამე ვალი გვაქვს ამ ქალის?" - აცხადებს სანიკიძე. გუშინ კი ხაბეიშვილმა თქვა, რომ არ აინტერესებს ზურაბიშვილის აზრი და ის აღარ არის პრეზიდენტი.
ეს შეფასებები რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს მოჰყვა, სადაც ის ამბობს, რომ მისი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს ყოფილა და ამზადებს ძლიერ კოორდინაციას. ასე არ ფიქრობენ "ნაციონალურ მოძრაობაში", სადაც ვერ მალავენ ბრაზს ვერც იმის გამო, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი არ შეიწყალა.