19 მარტი 2025,   23:31
ვრცლად
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილება განიხილა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა. კანონპროექტი პარლამენტის წევრმა ლევან მაჭავარიანმა წარადგინა.

მისი თქმით, ცვლილება უზრუნველყოფს ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ასაგებად მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ავტომატურად გაგრძელებას. ასევე, კანონპროექტის მიღებით განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფორმირებისთვის კონკურსის წესით გაცემული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.

მომხსენებლის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლობის ბაზარზე სტაბილური გარემოს შენარჩუნებასა და განვითარებას, ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლების უწყვეტად ფუნქციონირებასა და ამგვარად, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობასა და მედიაპლურალიზმს.

კანონპროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

დღის ამბები